დავით ზალკალიანი: „ჩვენი 3000 მოქალაქე გვყავს გამოყვანილი, არც ერთ ქვეყანას მსგავსი სახის ქმედება არ განუხორციელებია, ჩვენზე დიდმა და ძლიერმა სახელმწიფოებმა ვერ მოახერხეს ეს“
23-03-2020, 10:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც შეძლო  საკუთარი მოქალაქეების გამოიყვანა მაღალი რისკის ქვეყნებიდან, მაშინ, როდესაც ეს ვერ მოახერხეს დიდმა სახელმწიფოებმა. მისი თქმით, მსოფლიოს სხადასხვა ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს 24 საათიან რეჟიმში დახმარებას უწევენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები.
 


„მინდა შეგახსენოთ, ერთი თვის წინ,  ერთ-ერთი პირველები ვიყავით, როდესაც ჩვენი მოქალაქეები ჩინეთიდან გამოვიყვანეთ ჩვენი პარტნიორების, თურქების და ფრანგების დახმარებით და ჩვენი საკუთარი რესურსით.  ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა რომიდან, ორი სპეცრეისით. მოგეხსენებათ, როგორ ორგანიზებულად და კოორდინირებულად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. ჩვენ 400-მდე ჩვენი მოქალაქე გამოვიყვანეთ პოლონეთიდან LOT-ის დახმარებით.  მე პირადად მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, იმისთვის, რომ 90 მოქალაქეს, რომელსაც გადაადგილების პრობლემა შეექმნა ბულგარეთი-თურქეთის საზღვარზე, შეძლებოდა საქართველოში დაბრუნება.  ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ასეთ შემთხვევებთან საქმე. დღეს უკრაინიდან დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები.  დღესვე შესრულდება დუბაის რეისი და იქიდანაც დავრუნდებიან. გუშინ, გვიან საღამოს "ბელავიამ" შეასრულა ფრენა და მაშინ როდესაც 165 ადამიანს ველოდით, მხოლოდ 120 მათგანი გამოცხადდა”- განაცხადა მინისტრმა საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის ფონზე,  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხზე კომენტირებისას.


 
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაბრუნება მოხდეს ეტაპობრივად და სრულ კოორდინაციაში, რათა ადგილზე შესაძლებელი იყოს მათთვის  შესაბამისი საკარანტინო პროცედურების სათანადოდ გატარება.


 
„ძალიან პასუხისმგებლიანად უნდა ვიმოქმედოთ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.
მე ვთხოვ ყველას, მათ შორის ბიზნესს, რომ აქ მთავარი არა ბიზნეს ინტერესები, არამედ ადამიანების ჯანმრთელობაა. ყველას ვეხმარებით შეძლებისდაგვარად.
ჩვენი დიპლომატები საკუთარი ჯიბიდან უნაწილებენ დახმარებას. ბევრი პრობლემა გვექმნება ყოველდღიურად, რის შესახებაც არ ვსაუბრობთ, მაგრამ ამ ადამიანებს ადგილზე ვუგვარებთ პრობლემებს.

 


რადგან არ ვსაუბრობთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არაფერი არ კეთდება.

 


პირიქით, ყველას ვეხმარებით და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება" - განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი