თენგიზ ცერცვაძე: „ის ღონისძიებები, რომლებიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული, სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით, ეპიდემიის გავრცელების საფრთხის შემცველია“
23-03-2020, 11:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მიმაჩნია, რომ ის ღონისძიებები, რომლებიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული და ასე იყო საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი სუფთა სამედიცინო თვალსაზრისით ეპიდემიის გავრცელების საფრთხის შემცველია, მაგალითად, იგივე ხალხმრავალი შეკრებები, იგივე ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და სხვა, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას.

 

 

„მე მგონია, თვითონ ეკლესიაც გაგებით ეკიდება ამას, ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც შეწყდა წმინდა პეტრეს ტაძრის წინ ყველაზე მასშტაბური თავშეყრა ხალხის, რომელიც რომის პაპის ქადაგებას ესწრებოდა, ეს ახლა ონლაინ ხორციელდება, დაიხურა მექა და მედინა, საბერძნეთის ეკლესიამ და მსოფლი საპატრიარქომაც გამოაცხადა, ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენს გაგებას შორის, თუ რა არის ეპიდემიის გავრცელებისთვის სახიფათო და რა არა, დიდი განსხვავება არ არის, უბრალოდ რაღაც-რაღაცეები ჩვენთან ჯერ კიდევ გრძელდება, დისტანცირება ხდება მრევლს შორის, თუმცა ერთადერთი რაც კითხვას ბადებს, ეს არის ზიარება ერთი კოვზით, მე გამოვთქვი როგორც ოფიციალური პირის პოზიცია, რომელიც პატივს ცემს რელიგიას და ეკლესიას და ვერანაირად ვერ გასცემს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ჩემი პირადი, როგორც ექიმის პოზიციაა, რომ ზოგიერთი რელიგიური რიტუალი შეიცავს საფრთხეს ეპიდემიის გავრცელების“ , - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 


მან ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა სცადოს თუ არა ხელისუფლებამ ამაში საპატრიარქოს დარწმუნება, უპასუხა, რომ ეს უნდა გაკეთდეს ძალიან დელიკატურად, მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ ეკლესია და ხელისუფლება მოახერხებენ გონივრულ კონსესუსამდე მისვლას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი