ნათია თურნავა: ფრენასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული მთავრობასთან, რათა საქართველოში დაბრუნებულები კარანტინით იყვნენ უზრუნველყოფილნი
23-03-2020, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა, რაც მსოფლიოს დაუდგა, ურტყამს მათ შორის ავიაციას და ავიაკომპანიებს, მაგრამ დღეს თავისი კომერციული ინტერესი ყველამ უკან უნდა გადადოს და ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ავიაკომპანია "აირზენას" განცხადებას გამოეხმაურა.

 

 

მინისტრის თქმით,  ფრენასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული მთავრობასთან, რათა საქართველოში დაბრუნებულები კარანტინით იყვნენ უზრუნველყოფილნი.

 

 

„აბსოლუტურად გასაგებია, რომ დღევანდელი გამოწვევა, რაც მსოფლიოს დაუდგა, ურტყამს მათ შორის ავიაციას და ავიაკომპანიებს, მაგრამ დღეს თავისი კომერციული ინტერესი ყველამ უკან უნდა გადადოს და ყველამ ვიმოქმედოთ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.  ყველა გადაწყვეტილება ფრენაზე იქნება შეთანხმებული ჩვენთან, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ ჩამოგვყავს, თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი კარანტინით და ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთი თანმიმდევრობით, როგორც ყველაზე უფრო უსაფრთხო იქნება", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნულ საკითხზე განაცხადა, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

 

 

ზალკალიანის თქმით, ვინაიდან მათ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებაა საჭირო.



„აუცილებელია, რომ ეს იყოს შეთანხმებულად და კოორდინირებულად. ამჟამად არანაირი ბიზნესინტერესები ჩვენთვის საინტერესო არ არის. მე მხედველობაში მაქვს ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა, თითქოს ხელისუფლებისკენ არის გადმობრალება, რომ  ჩვენგან ხდება. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ჩვენთვის უმთავრესი. საგარეო საქმეთა სამინისტრო აგროვებს ინფორმაციას ჩვენი საელჩოების, საკონსულოების მეშვეობით, 24-საათიან რეჟიმში, ჩვენ ვაგროვებთ ყველა ინფორმაციას. ამ ინფორმაციის აკუმულაცია შემდეგ ხდება და ხდება კოორდინაცია და შეთანხმება ყველა იმ უწყებასთან, რომელიც არის ჩართული ამ ხალხის მიღებასთან, პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და ამის მიხედვით ხდება ამ რეისების დაგეგმვა. ძალიან პასუხისმგებლიანად უნდა ვიმოქმედოთ ახლა და შეცდომის დაშვების უფლება არავის გვაქვს ვთხოვ ყველას, მათ შორის ბიზნესს, რომ ახლა აქ ბიზნესინტერესები არ არის მთავარი, მთავარი არის ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა" ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი