ეგვიპტეში უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ სპეცოპერაციისას, შეცდომით 12 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მათ შორის არიან მექსიკელი ტურისტებიც.
გავრცელებული ცნობით, ტურისტები ოთხი ავტომობილით დასავლეთით მდებარე უდაბნოში, ლიბიის საზღვართან ახლოს აკრძალულ ზონაში შევიდნენ, რის გამოც მათ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად არიან დაშავებულებიც. დაახლოებით ათი მექსიკელი და ეგვიპტელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ეგვიტპის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება. შემთხვევას გამოეხმაურა მექსიკის პრეზიდენტიც. ენრიკე პენა ნიეტოს თქმით, ის გმობს მომხდარს და ეგვიპტის მთავრობას დაუყოვნებლივი გამოძიებისკენ მოუწოდებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.