მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა
23-03-2020, 13:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებები დამატებითი შეზღუდვების შესახებ, რაც საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას გულისხმობს, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს მასშტაბით 24 მარტს, 00:00 საათიდან იკრძალება. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომანქანებსა და შიდა საქალაქო ტრანსპორტზე.

 

 

ასევე, 24 მარტს 00:00 საათიდან იკრძალება საქალაქთაშორისო სამგზავრო მატარებლების მოძრაობა. შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო შემადგენლობებს.

 

 

აღნიშნული გადაწყვეტილებები მთავრობამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

სხდომაზე განიხილეს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საკარანტინო რეჟიმის აღსრულების პროცესი. აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები მდგომარეობას სრულად აკონტროლებენ და რეგიონში მშვიდი ვითარებაა.

 

 

პრემიერ მინისტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებს დაავალა, პირადად გააკონტროლონ, რომ მუნიციპალიტეტებში არ იყოს არანაირი შეფერხება სასურსათო მარაგების კუთხით, ასევე რეგიონისთვის საკვები თუ ფარმაცევტული პროდუქციისა და საბანკო მომსახურების მიწოდებაში.

 

 

პრემიერ მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და შეზღუდულია საავტომობილო გადაადგილება, თუმცა მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებაში პრობლემები არ ექმნება.

 

 

ამასთან, ბოლნისისა და მარნეულის მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციაშია ადგილობრივი ხელისუფლება და ამ პროცესს კოორდინაციას უწევს პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი. ადგილობრივ მოსახლეობას, მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ინფორმაცია კარანტინის დაცვის წესებისა და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე მიეწოდება.

 

 

პრემიერ მინისტრის დავალების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები განსაზღვრავენ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოების სიას, რომელთა მუშაობა კარანტინის რეჟიმის მიუხედავად, არ შეფერხდება. იმ საწარმოებში, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, თანამშრომელთა გადაადგილებისა და მუშაობის პროცესში ზედმიწევნით უნდა იყოს გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ხოლო პროცესი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.

 

 

უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის პოზიტიური ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 54 პაციენტიდან 8 უკვე გამოჯანმრთელდა და სპეციალისტები უახლოეს საათებში უარყოფით პასუხს დამატებით კიდევ 3 პაციენტის ტესტზე ელოდებიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა 3 პაციენტი, ხოლო ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 236 პირი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი