ლევან დავითაშვილი: „დღეს არსებულ ვითარებაში, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსექტორის მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“
23-03-2020, 15:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამაცივრე მეურნეობების წარმომადგენლებს, ხორცისა და თევზის იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს შეხვდა. 

 

 

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების პირობებში, მოსახლეობის  სურსათით  შეუფერხებელი უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების გარდა, ყველა სხვა სახის პროდუქტის საკმარისი მარაგებიც არსებობდეს და მოსახლეობას მისი შეძენა შეუფერხებლად შეეძლოს.  

 

 

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა არ შეექმნას. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს სასურსათო უზრუნველყოფის ჯაჭვში ჩართულ ყველა რგოლთან, რათა არ იყოს შეფერხებები, უწყვეტად ხდებოდეს პროდუქციის მიწოდება. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართულ რეგულარულ შეხვედრებზე  განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც მთელ მსოფლიოში შექმნილმა საგანგებო ვითარებამ  შექმნა. ეს უკავშირდება როგორც საბაჟო პროცედურებს, ასევე ჰიგიენურ და ვეტერინარულ საკითხებს. დღეს არსებულ ვითარებაში, ბიზნესსექტორისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია  ბიზნესსექტორის მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“,  - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.  

 

 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამაცივრე მეურნეობებში ხორცისა და თევზის საკმარისი მარაგები არსებობს. ამასთან, შეუფერხებლად მიმდინარეობს ტვირთების შემოტანა და მარაგების შევსება.

 

 

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ესწრებოდნენ.

 

 

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დაევალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი