პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
მისი თქმით, ნორმა, რომლის მიხედვითაც მერობის კანდიდატს საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობა აღარ შეეძლებათ, მან დაწერა.
"როდესაც რედაქტირებას ვუკეთებდი მომზადებულ კანონპროექტს, იქ მერების და გამგებლების არჩევნების ნაწილში, კანდიდატის შეუთავსებლობის საკითხი საერთოდ არ იდო. ეს დევს პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის, პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის, საკრებულოს წევრობის კანდიდატებისთვის, მაგრამ მერებისა და გამგებლობის კანდიდატებისთვის ასეთი ნორმა არ იყო, რადგან ეს ახალი წესია. ამიტომ ეს ნორმა დაიწერა, შეუთანხმდა ინიციატორებს და ჩაიწერა საკანონმდებლო ინიციატივაში. ეს ნორმა დავწერე მე, რადგან ასეთი ნორმა კანონში აუცილებელია რომ იყოს", - განაცხადა ხმალაძემ.
ამასთან, მას გაუმართლებლად მიაჩნდა ის ნორმა, რომლის მიხედავითაც ერთი და იგივე პირი შეიძლებოდა ყოფილიყო თბილისის მერობის კანდიდატი და იმავე დროს საკრებულოს წევრობის პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატი.
ინტერფრაქციული ჯგუფის წევრების თქმით, ცვლილებების პაკეტში განხილვის გარეშე ჩაიდო ის მუხლი, რომელიც კენჭისყრის უფლების მქონე პირის პროპორციულ სიაში ყოფნას ზღუდავს.
საარჩევნო სუბიექტის მიერ დასახელებულ დედაქალაქის მერობის კანდიდატს შეეძლო, იმავდროულად საკრებულოს სიაშიც ყოფილიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.