მარნეულიდან გუშინ გადმოყვანილი 80 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ. როგორც მან აღნიშნა, პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა.
„80 წელს ზემოთ ასაკის კაცმა დაგვიანებით, 10 დღის ავადმყოფობის შემდეგ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. პაციენტს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია და ტემპერატურის მატება. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა“, - განაცხადა გოფოძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.