„მახსოვს 2009 წლის H1N1 - ბავშვი 42 სიცხით, მძიმედ მყავდა და ღამის 3 სთ-ზე ვიღაცას ბინაზე ავადექით, ტირილით ვთხოვდი, რომ 3 მლ/გრ ტამიფლუ ჩამოესხა... დღეს ისე გამართულად მუშაობს ეს სისტემა, დიდი იმედი მაქვს ეს არ დაგვჭირდება“ - ნათია პეტრიაშვილი-ბარქაია
23-03-2020, 16:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„არ გაგიკვირდეთ, თუ დღეს აფთიაქებში პლაქვენილი აღარ არის და ხალხმა ის რიგითი პროდუქტივით მოიმარაგა... ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც სახლში პროფილაქტიკის მიზნით აპირებს მიღებას“, წერს „ფეისბუქზე“ ნათია პეტრიაშვილი-ბარქაია და 2009 წელს იხსენებს, როცა H1N1-ით, „ბავშვი 42 სიცხით, მძიმედ მყავდა და ღამის 3 სთ-ზე ვიღაცას ბინაზე ავადექით, ტირილით ვთხოვდი, რომ 3 მლ/გრ ტამიფლუ ჩამოესხა, რომ ბავშვი გადამერჩინა“.

 


იგი იმედს იტოვებს, რომ იმ ფონზე, როცა „დღეს ასე გამართულად მუშაობს“ ჯანდაცვის სისტემა, პლაქვენილის მომარაგების საჭიროება არ დადგება.

 


„ცალკე გადაცემები დაეთმო იმას, რომ ეს პრეპარატი [პლაქვენილი]არ გამოიყენონ თვითნებურად.

 

 

ეს გადაცემები კარგია, მაგრამ არც ისეა საქმე, ხალხი ამას ვერ ხვდებოდეს.

 


მიზანი, ამ წამლის მომარაგებისა, დიდი ალბათობით არის ის, რომ თუ მასობრივი დაინფიცირება წავა და ეს პრეპარატი მერე დეფიციტში იქნება, საკუთარი წამლით მაინც მიხვალ და დაწვები კლინიკაში. რა ეს უცხოა? პირველია? როცა გეუბნებიან რომ პრეპარატი შენ უნდა შეიტანო თუ გაქვს ამის საშუალება?

 


დღეს ისე გამართულად მუშაობს ეს სისტემა, დიდი იმედი მაქვს ეს არ დაგვჭირდება, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს 2009 წლის H1N1 - ბავშვი 42 სიცხით, მძიმედ მყავდა და ღამის 3 სთ-ზე ვიღაცას ბინაზე ავადექით, ტირილით ვთხოვდი, რომ 3 მლ/გრ ტამიფლუ ჩამოესხა, რომ ბავშვი გადამერჩინა. იყო ეს დრო, როცა მასობრივი დაინფიცირება იყო, უკვე აღარ იშოვებოდა ტამიფლუ და იმ კეთილმა ადამიანებმა გადაგვარჩინეს მაშინ, შუაღამისას რომ გამომიწოდეს დახმარების ხელი.

 


სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი ახლა, თორემ ერთ კოლოფ პლაქვენილს მეც შევინახავდი შავი დღისთვის...“ - წერს ნათია პეტრიაშვილი-ბარქაია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი