მთავრობის დადგენილებით, საქართველოში იკრძალება ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები
23-03-2020, 16:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილებით, საქართველოში იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან. მაგალითად, როგორიც არის ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები.

ასევე, დადგენილების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.

„იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები)“, – წერია დადგენილებაში.

ამასთან, შეზღუდვა არ ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში, სამართალდამცველ ორგანოებში პირთა თავშეყრას მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით. ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ მათზე არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა. სამშენებლო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

„10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა, მათ შორის, იმ კერძო დაწესებულებებში, რომელთა მიმართაც არ ვრცელდება საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა, დასაშვებია ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით არანაკლებ ორი მეტრის სოციალური დისტანციის დაცვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

კომენტარები: 1
#1   დავით ახალაია
      
საგანგებო მდგომარეობის ეფექტურობა დამოკიდებულია რამდენად შესრულდება კანონით დადგენილი მოთხოვნები.. მაგალითად მოქალაქეთა შესვლა, გამოსვლა და გადაადგილება . ეს თუ არ შეიზღუდა, საფრთხე და რისკები დიდია... ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ჯერჯერობით ავლენს სამოქალაქო პასუხისმგებლობის და თვითშეგნების დაბალ დონეს...ამიტომ კორონავირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხეები იზრდება...ვეთანხმები საქართველოს მთავრობის 23 მარტის 181-ე დადგენილებით გათვალისწინებულ ღნისძიებებს კი არა, უფრო მეტიც.. მასიური საკარანტინო წესები შემოიღეთ ჯობია..დაწესდეს კომენდანტის საათი...სხვა მუნიციპალიტეტზე არ დავწერ ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრში ჯერ-ჯერობით რაც ხდება ეს საგანგებო მდგომარეობა არ შეჰხებია.. ეს ხალხი საკუთარ თავსაც, საზოგადოებასაც და პირველ რიგში პოლიციის მუშაკებს და ექიმებს უქმნიან საფრთხე რომელთაც უდიდესი მოვალეობა აკისრიათ და უპასუხისმგებლო მოქალაქეების თვითნებობის გამო მომეტებული საფრთხე არ უნდა შეუქმნათ ...რა უნდა ქნას პოლიციის მუშაკებმა... ეფექტურად რომ განხორციელდეს საგანგებო მდგომარეობის მიზნები აუცილებლად მიმაჩნია კომენდანტის საათის დაწესება რითაც აიკრძალება მოქალაქეთა თავისუფალი შესვლა, გამოსვლა და გადაადგილება...ამ შემთხვევაში მე ვარ ყველა რადიკალური ღონისძიების მომხრე რაც მიმართული იქნება ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის მიზნით...პოლიციის მუშაკები და ექიმები არიან გმირები და ეს ყოველი განსაცდელის ჟამს დადასტურდა საქართველოში

ციტატა: დავით ახალაია

23 მარტი 2020 10:39
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 
ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი