დავით ზალკალიანი: ქართველი დიპლომატები სრულად არიან ფოკუსირებული ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად
23-03-2020, 16:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასულები და მაქსიმალურ დახმარებას უწევენ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს; არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოქალაქეთა  მომართვიანობა  მაღალია და შეზღუდული რესურსის მიუხედავად, ხდება მათი ოპერატიული დახმარება.


 
"მომართვიანობა არის საკმაოდ დიდი.  ჩვენ არ გვყავს დიდი მოცულობის საელჩოები და ვართ შეზღუდული რესურსით, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 24 საათიანი მუშაობის  რეჟიმზე ვართ  გადასულები და  მთლიანად ფოკუსირებული მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მომსახურებაზე. სხვა საქმიანობა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.  ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით უცხოეთში დარჩენილ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ შორის  პირველადი საჭიროების  პროდუქტებით,  ასევე თავშესაფრის პრობლემის მოგვარებაში - მაქსიმალურად, იმ შესაძლებლობიდან და  იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც ჩვენ საელჩოებს გააჩნიათ" - განაცხადა მინისტრმა.


 
მან ქართველ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისათვის.   "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს დიპლომატებს, რომლებიც მართლაც დაუღალავად შრომობენ 24 საათიან რეჟიმში და კონსულტაციას უწევენ ჩვენს მოქალაქეებს, მადლობა გადავუხადო“ - განაცხადა ზალკალიანმა.
 


მისივე ინფორმაციით, ეფექტიანად მიმდინარეობს  უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამუელებისთვის ონლაინ სამედიცინო კონსულტაციები.
 


"ჩვენ დავიწყეთ თბილისიდან ყოველდღიური კონსულტაცია ჩვენი მოქალაქეებისთვის და მინდა მადლიერება გამოვხატო ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიმართ. მათი ექსპერტები ყოველდღიურად, გარკვეული საათების განმავლობაში მოდიან საგარეო საქმეთა სამინისტროში და იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსის გავრცელების დინამიკა საკმაოდ მაღალია, ჩვენს მოქალაქეებს კონსულტაციას უწევენ ონლაინ რეჟიმში; აძლევენ მათ შესაბამის რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამ კრიზისულ სიტუაციაში" - განაცხადა ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი