თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სოფელ ძევრის საჯარო სკოლას ესტუმრა
14-09-2015, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე დღეს სოფ. ძევრის საჯარო სკოლას ეწვია. მან ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს, პედაგოგიურ კოლექტივს, მშობლებს და წარმატებები უსურვა მათ.


თერჯოლის გამგებლის ინფორმაციით, შესაბამის ორგანოებში უკვე დაყენებულია წინადადება და მალე გადაწყდება სოფ. ძევრში სკოლის მშენებლობისა და სოფლის კლუბის სკოლისათვის გადაცემის საკითხები.


სკოლის დირექტორმა მანუჩარ ფანჩულიძემ გასული წლის მოკლე მიმოხილვა გააკეთა. მისი თქმით, სკოლის 22 კურსდამთავრებულიდან 21 ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. მან სერთიფიკატებითა და დიპლომებით დააჯილდოვა წარმატებული მოსწავლეები. ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მხარში უდგას სკოლას და ახალი სკოლის აშენებით განხორციელდება სოფლის მცხოვრებთა დიდი ხნის ოცნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი