პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება, რომ უზნეობაა, ოპოზიციამ „ასეთ დროს“ პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე იფიქროს, იყო ფარისევლური და დემაგოგიური, - აცხადებს პროფესორი, სააკაშვილის ხელისუფლების განათლების მინისტრი გია ნოდია.
„პრემიერ გიორგი გახარიას განცხადება, რომ უზნეობაა, ოპოზიციამ „ასეთ დროს“ პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე იფიქროს, თავად არის მიმართული პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად.
მოკლევადიან პერსპექტივაში ხელისუფლებისთვის მომგებიანია ამ ტიპის კრიზისი და, ცხადია, ცდილობს, აქედან მაქსიმალური პოლიტიკური სარგებელი მიიღოს (მათ შორის იმითაც, რომ „ასეთ დროს მაინც“ ოპოზიცია გააჩუმოს).
მაგალითად, მისი გაუბედაობა ეკლესიის მიმართ პოლიტიკური მოტივით აიხსნება. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ეკლესიის მხარდაჭერის გარეშე შემდეგ არჩევნებს ვერ მოიგებენ (სწორად ფიქრობენ). ეს ეკლესიამაც იცის და ძალას აჩვენებს.
მოგვწონს თუ არა, პოლიტიკოსები ვერ მოიშლიან იმაზე ფიქრს, რა მოხდება, როცა ცხოვრება მეტნაკლებად ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება. არც უნდა მოიშალონ.
გახარიას განცხადების ეს ნაწილი იყო ფარისევლური და დემაგოგიური. კრიზისის ვითარება არ აყენებს ხელისუფლებას კრიტიკაზე მაღლა. იმ წუთში რა შეკითხვაზე გაბრაზდა, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს: მისი „გაბრაზება“ იყო კარგად გათვლილი ნაბიჯი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად.
რაც შეეხება მარნეულის და ბოლნისის მკაცრ საკარანტინო წესებზე გადაყვანას, ამაში ხელისუფლებას ვეთანხმები და ვუსურვებ, თავისი გეგმა წარმატებით განახორციელოს.
მაგრამ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ეს და სხვა ამოცანები კარგად შეასრულოს, სხვა ყველაფერთან ერთად, აუცილებელია, ოპოზიცია ფხიზლად იყოს და, როცა საჭიროდ ჩათვლის, ხელისუფლება გააკრიტიკოს.
კრიტიკის რა ნაწილს დავეთანხმებით და რა ნაწილს - არა, ეს ჩვენი (მოქალაქეების) საქმეა“, მიიჩნევს გია ნოდია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.