21 მარტს, საღამოს 9 საათიდან, როდესაც საქართველოს პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ დეკრეტი დაამტკიცა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ა.წ. 21 აპრილამდე, იმავე პერიოდით სახელმწიფოს მართვის კონცენტრირებული ძალაუფლება საქართველოს მთავრობას გადაეცა, ხოლო მისი მეთაური - გიორგი გახარია გახდა №1 პოლიტიკური ფიგურა საქართველოში.
გიორგი გახარია სხვა პოლიტიკოსებთან და ქართული ოცნების პოლიტიკურ ლიდერებთან შედარებით დაწინაურდა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მისმა პოლიტიკურმა აქციების „ფასმა“ ძალიან აიწია - საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადების აღმოჩენისა და გაცხადების (25-26 თებერვალი) შემდეგ პერიოდში. ამ ხნის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქციების „ფასმა“ კი პირიქით - დაიწია. ის ქართულ საზოგადოებას საჯარო სივრცეში არ უნახავს და მისგან არაფერი უშუალოდ არ გაუგია კორონავირუსის საქართველოში გამოჩენის შემდეგ. ამ პერიოდში მისი აქტიურობა და გავლენა ორ ფაქტში გამოიხატა - ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა მზადყოფნა სახელმწიფოსადმი დახმარების ( განცხადება ამის შესახებ 14 მარტს გავრცელდა) და 17 მარტს საქართველოს პარლამენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე აირჩია, რითაც დასრულდა სასამართლოს სახელისუფლებო შტოს ვერტიკალის შექმნა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მმართველობის პერიოდში.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თვითიზოლაციას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თვითიზოლაცია ემატება. შეცდომაა, რომ მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე პროცესები არ შეაფასა და არ განსაზღვრა მასში პარტიის ამოცანები და აქტივობები.
გახარიას აქციების კურსის ზრდა და ივანიშვილის აქციების კურსის დაცემა გადაიკვეთება, თუ გაანეიტრალებს ერთმანეთს? ამას საგანგებო სიტუაციის გამოცხადებული ერთი თვე გამოაჩენს.
მიხეილ ჯიბუტი,
პროფესორი
წყარო - Facebook-ი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.