ილია მეორე: პირველი თქვენი თანამგზავრი უნდა იყოს წიგნი
14-09-2015, 02:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თქვენი პირველი თანამგზავრი უნდა იყოს წიგნი, წიგნს უნდა კითხულობდეთ და თქვენ გაიგნებთ გზას ჭეშმარიტებისაკენ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.


ახალი სასწავლო წლის დადგომასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.


“სასწავლებელი ეს არის ის დაწესებულება, სადაც ადამიანმა შეიძლება ბევრი რამ ისწავლოს და შეიძლება არაფერი არ გამოიტანოს სასწავლებლიდან. ბევრი რამ დამოკიდებულია თქვენზე. პირველი თქვენი თანამგზავრი უნდა იყოს წიგნი, წიგნს უნდა კითხულობდეთ და თქვენ გაიგნებთ გზას ჭეშმარიტებისაკენ. ამ გასაღებით შენ უნდა გააღო ის დარბაზი, რომლითაც მიიღებ განათლებას. განათლება ღვთისაგან ბოძებული მადლია. ადამიანი ღირსი უნდა იყოს, რომ უფლის მადლი გადმოვიდეს მის გონებაზე”, – აღნიშნა პატრიარქმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი