ირაკლი ღარიბაშვილი მარნეულში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა
23-03-2020, 20:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს თავდაცვის მინისტრი მარნეულში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ მოქმედებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საკონტროლო გამშვები პუნქტიდან თავდაცვის მინისტრი მარნეულის საავიაციო ბაზაზე მართვის ცენტრში გაემგზავრა, სადაც აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მინისტრს COVID19-ით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე თავდაცვის ძალების პრევენციული და უწყებათაშორისი მხარდამჭერი გეგმა წარუდგინა.

 


თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონასთან 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დღეს დილით მოაწყო. თავდაცვის ძალების მიერ შემოვლითი გზების 7 მარშრუტზე ასევე ხორციელდება პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით კონტროლი, მათ შორის დრონების გამოყენებით. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან გაშლილია საველე კარვები, სადაც მოქალაქეებს თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს. მოწმდება და სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება საკარანტინო ზონიდან გამომავალი და შემავალი ავტოტრანსპორტი. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მარნეულისა და ბოლნისის გარე პერიმეტრს პოლიციასთან ერთად აკონტროლებენ.

 


მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში დღეს დილიდან ჩაერთო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი