დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ახალი მკაცრი შეზღუდვები წესდება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მოსახლეობას დაუნინგ სტრიტიდან სატელევიზიო მიმართვით ამცნო.
ადამიანებს სახლის დატოვება მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ - ეს იქნება სამუშაოზე წასვლა და შინ დაბრუნება, სადაც ამის „აბსოლუტური საჭიროება“ იქნება, სასურსათო მაღაზიასა ან აფთიაქში გასვლისა და სავარჯიშოდ გასვლის შემთხვევაში.
მაღაზიებს, რომლებიც არასაჭირო ნივთებს ყიდიან, უნდა დაიხურონ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება ორ ადამიანზე მეტის შეკრება, რომლებიც ერთად არ ცხოვრობენ.
ბორის ჯონსონის განცხადებით, პოლიციას ექნება უფლება დააჯარიმოს ან ძალის გამოყენებით დაშალოს კანონის დამრღვევი პირები.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 335-ს მიაღწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.