ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა
24-03-2020, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის  აქტიური სურვილი გამოთქვეს. 

 

 

კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებას და რესურსების სწორად გადანაწილებას ახდენს. 

 

 

აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც  ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში. 

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში #StopCoV ფონდის პრეზენტაცია გამართეს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ. 

 

 

აღნიშნული თანხა, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. აღსანიშნავია, რომ დღეს ფონდში უკვე აკუმულირებულია 1 მილონ 370 ათასი ლარი.

 

 

ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი