გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 2 თვის ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილს ხველა აღენიშნებოდა, ამიტომ საეჭვო სიმპტომების გამო, ის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსდა, მას უკვე აუღეს ანალიზები და უახლოეს საათებში კორონავირუსის შესახებ პასუხი იქნება ცნობილი.
„დედა თურქეთის მოქალაქეზეა გათხოვილი. როგორც გავიგეთ, ისინი თურქეთიდან 9 მარტს დაბრუნდნენ, რა დროსაც ოჯახის წევრებს ჰქონდათ მწვავე ვირუსული ინფექცია, ამიტომ ვვარაუდობ, რომ დიდი ალბათობით მას კორონავირუსი არ აქვს, თუმცა პრევენციის მიზენით აუცილებელია ამ ბავშის გამოკვლევა“, - განმარტავს ეპიდემიოლოგი, მარინა კაპანაძე.
წყარო: imedinews.ge
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.