ლევან დავითაშვილი: „ჩვენ ვმუშაობთ კოორდინირებულად, რომ საკარანტინო ზონების მომარაგება ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოხდეს“
24-03-2020, 15:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით, სურსათის მიწოდება განსაკუთრებულ რეჟიმში ხორციელდება. დაავადების გავრცელების პრევენციის და უსაფრთხოების მიზნით, საკარანტინო ზონაში სურსათის ოპერატორებისთვის დამატებითი რეგულაციები  და წესები მოქმედებს, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

 

 

„მნიშვნელოვანია, საკარანტინო ზონაში არ შეიქმნას სურსათის და  პირველადი საჭიროების ყველა სხვა პროდუქტის მიწოდებაში შეფერხება და დეფიციტი; ეს ასევე ეხება მედიკამენტებს, საწვავს, საფინანსო სერვისებს. 

 

 

ჩვენ გვაქვს სრული კოორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ ყველა უწყებასთან იმისათვის, რომ რეგიონში საჭირო პროდუქტების შეტანა ორგანიზებულად და შეუფერხებლად მოხდეს. 

 

 

აღნიშნულ ვითარებაში უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მძღოლების ეკიპირება, რომლებიც საკარანტინო ზონაში სპეციალური ხსნარებით დამუშავებული მანქანებით იმოძრავებენ. აღნიშნული  საკითხი შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და დაავადების გავრცელების რისკის თავიდან აცილებას ემსახურება.

 

 

ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. მოგეხსენებათ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კორონავირუსთან ბრძოლის პირობებში სხვადასხვა მიმართულების კოორდინაციისთვის სპეციალური შტაბი არსებობს. ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან. ყველა მიმართულებამ, რომელზეც პასუხისმგებლობა გვაკისრია შეფერხების გარეშე უნდა იმუშაოს“, -   განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი