პრემიერ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის პირობებში არსებული ვითარება განიხილა
24-03-2020, 15:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

 


საბჭოს სხდომაზე განხილული იყო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხები.

 


აღინიშნა, რომ ვინაიდან არსებობს ალბათობა, სასწავლო პროცესი აპრილის ბოლოსაც ვერ გაგრძელდეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ოპერატიულად გადადგა ნაბიჯები დისტანციური სწავლების გაძლიერების მიმართულებით. ხაზი გაესვა ამ პროცესში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან წარმატებულ თანამშრომლობას, რის შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.

 

 

პრემიერ მინისტრმა მოუწოდა ინტერნეტ პროვაიდერებს, გაითვალისწინონ  სტუდენტების და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ასევე იმსჯელეს მარნეულისა და ბოლნისის  მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მშვიდი ვითარებაა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულად აკონტროლებენ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მუნიციპალიტეტების საკვებით თუ ფარმაცევტული პროდუქციით მომარაგების კუთხით შეფერხებები არ არსებობს.

 

 

უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა ის პოზიტიური ფაქტი, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 პაციენტიდან 9 უკვე გამოჯანმრთელდა. ამასთან, უწყებათაშორის საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ინფიცირებულთაგან ორმა საქართველო ავსტრიის მიერ დანიშნული სპეციალური რეისით გვიან ღამით დატოვა, 9 პაციენტი ამ ეტაპზე გაწერილია, ხოლო მკურნალობას განაგრძობს - 56 პაციენტი.

 


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინფიცირებულ პაციენტთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შედარებით მძიმეა 4 პაციენტი. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4055  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 252 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.

 

 

საბჭოს მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი