„კონფლიქტებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს მთავრობიდან“ - „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობის“ თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება
24-03-2020, 17:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიელ ხალხთა თანამეგობრობის“ თავმჯდომარე ნუკრი ნოდია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

 

 

„ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. ე.წ. საპრეზიდენტო პოსტისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა: ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია, ე.წ. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ლეონიდ ძაპშბა და ე.წ. ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა. დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევენბში წინასწარი შედეგებით, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირმა, რომელიც კორონავირუსთან პირისპირ ბრძოლას აგრძელებს, განაცხადა - „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა”.

 

 

იგივე კონტექსტში, უკვე გამოეხმაურა ჯეიმს აპატურაი დე-ფაქტო არჩევნებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ორგანიზაცია ჩართულია პლატფორმა „სუფთა სივრცე“ - ში, სადაც განიხილება კონფლიქტური რეგიონები, კონფლიქტის ტრანსფორმაცია და მშვიდობის მშენებლობა. ვთვლი, რომ ქართულ აფხაზური ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა ასლან ბჟანიას გამარჯვების შემდგომ. მიმაჩნია, ქართული მხარე ფაქტის წინაშე დადგა იქედან გამომდინარე, რომ ასლან ბჟანია საქართველოსთან პირდაპირ დიალოგს ყოველთვის უსვამდა ხაზს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. კონფლიქტებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით კონკრეტულ ინიციატივებს საქართველოს მთავრობიდან, ფაქტია კონფლიქტის დარეგულირება და სამშვიდობო პროცესი ვერ იქნება პროდუქტიული საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ექსპერტების, ასევე იმ ადამინების ჩართულობის გარეშე, ვისაც მეორე მხარესთან მჭიდრო კონტაქტები აქვს“ , - განაცხადა ნუკრი ნოდიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი