ჩვენ გადავრჩებით, ოღონდ რაღაც მასშტაბის მსხვერპლის ფასად, რადგან სიტუაცია აქამდე ისე მოვიტანეთ, რომ საქართველოს გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი და ჯერჯერობით სიკვდილის მაჩვენებელი ნული აქვს, ეს პროპორცია გვინდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა POSTV-ის ეთერში.
„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დიდხანს შევინარჩუნებთ არსებულ სურათს, იქნება უფრო მეტი გავრცელება, ასევე იქნება ლეტალური შემთხვევები, როგორც ახლა, განვითარებულ ქვეყნებთან მიმართებაში ერთი-ორი საფეხურით უკან ვდგავართ დანაკარგების რაოდენობით, თუმცა კარგი შედეგების თვალსაზრისით, ერთი-ორი საფეხურით წინ ვართ, გვინდა ეს პროპორცია შევინარჩუნოთ. ჩვენთანაც იქნება ბევრად მეტი შემთხვევა, იქნება შიდა გავრცელება, ლეტალური შემთხვევებიც, მაგრამ მგონია, რომ არსებულ დისტანციას შევინარჩუნებთ. პირობითია ეს ცნება, მაგრამ ჩვენ გადავურჩებით იმას, რასაც ვერ გადარჩა ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, თუმცა მთლიანად ვერ გადავრჩებით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.