მიხეილ ჯიბუტი: ლარის კურსის შესანარჩუნებლად აშშ დოლარის გაყიდვა სებ-ის მიერ სავალუტო რეზერვების უშედეგო ხარჯვაა, თუ არ მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტის ძირეული გადახედვა
25-03-2020, 08:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პროფესორი, ეკონომისტი მიხეილ ჯიბუტი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო ინტერვენციები (აშშ დოლარის გაყიდვა სებ-ის მიერ) სავალუტო რეზერვების უშედეგო ხარჯვაა, თუ არ მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტის ძირეული გადახედვა საგანგებო მდგომარეობის გამოწვევების შესაბამისად და საგანგებო ბიუჯეტის მიღება.

 


„საგანგებო ბიუჯეტმა მხოლოდ პროგრამული დაფინანსება უნდა განახორციელოს. მთავრობამ კონცენტრაცია უნდა მოახდინოს მიმართულებით:

 

 

1.კორონავირუსის ინფექცის შეჩერება, შემცირება, მოსპობა;

 


2. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა: სურსათის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა და ამ ამოცანიდან გამომდინარე სხვა აქტივობები;

 

 

3.ელექტრონული მთავრობის ფუნქციონირების სისტემის სრულყოფა , ქვეყნის ინტერნეტიზაციის გაზრდა და კიბერუსაფრთხოების სისტემის შექმნა (ეს უკანასკნელი 2019 წლის შემოდგომის გამოცდილების ფონზე ზეაქტუალურია - მით უმეტეს „შინმჯდომი საზოგადოების“ დროს);

 

 

4. ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირება მინიმუმ ორვარიანტიანი სცენარისთვის (პირველი-ეკონომიკური ზრდის შემცირების შეკავება, მეორე - ეკონომიკური კრიზისის დაძლევა - ეს უკანასკნელი საგანგებო მდგომარეობის ერთთვიან პერიოდს არ ეხება)“, აცხადებს მიხეილ ჯიბუტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი