დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა რთველთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყურძნის ფასს არეგულირებს საბაზრო ეკონომიკა, თუმცა, მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ყურძნის ფასი ქვეყანაში ნორმალურია.
„ყურძნისა და კარტოფილის ფასი ერთი და იგივე არ იქნება. რომელიღაცის ფასი იმატებს, რომელიღაც წელს იკლებს. ეს დამოკიდებულია მოსავალზე, ბაზრებზე. საბაზრო ეკონომიკა იმიტომ არის საბაზრო ეკონომიკა, რომ მას უნდა ვემორჩილებოდეთ. ეს არის ძალიან მაღალი მოსავალი. ეს კი განაპირობა იმან, რომ ძალიან კარგად იმუშავა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარმა. ეს რომ არ ყოფილიყო, 30 %-ით ნაკლები მოსავალი იქნებოდა. ეს არ არის ცუდი ფასი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.