უელსის პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 71 წლის პრინცს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება, თუმცა ის თავს კარგად გრძნობს.
შემოწმება ჩაუტარდა პრინცის მეუღლესაც, კორნუელის ჰერცოგინიას, თუმცა მას ინფიცირება არ დაუდასტურდა.
სამეფო ოჯახის განცხადებით, პრინცი ჩარლზი და მისი მეუღლე თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათივე თქმით, პრინცი რამდენიმე დღეა სახლიდან მუშაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.