ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია მერს გოჩა ქაჯაიას, საკრებულოს თავმჯდომარეს ედიშერ ჯობავას, ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მოხალისეებს შეხვდა.
დეპუტატს, ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია. ცენტრის დირექტორის განმარტებით, ხობის მუნიციპალიტეტში, საზღვარგარეთიდან ჩამოსული 36 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში. ისინი, შესაბამისი სამსახურების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
მაჟორიტარმა დეპუტატმა კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილ მოხალისეთა ჯგუფის წევრებს მადლობა გადაუხადა აქტიური საქმიანობის გამო და თანადგომას დაჰპირდა. მოხალისეთა ჯგუფის წევრები მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ, ბანკომატებთან მოქალაქეთა შორის დისტანციის დაცვას უზრუნველყოფენ, ხანდაზმულ მოქალაქეებთან და მრავალშვილიან ოჯახებთან კი საკვები პროდუქტები და მედიკამენტები მიაქვთ.
ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.