გურამ ადამაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კახელი მევენახეების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს
14-09-2015, 04:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციაში“ მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რთველის პოლიტიზება დაუშვებელია. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა პორტალ "კვირაში" გამართულ ბრიფინგზე განაცახდა, კახელი მევენახეების მიერ გამოხატული პროტესტი, ყურძნის ფასთან დაკავშირებით,  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ყურადღების ცენტრში უმალვე მოექცა და ნაციონალებმა" გამოხატეს სურვილი, საპროტესტო აქციებს შეურთდნენ, იმ შემთხვევაში თუ „ხელისუფლება ოდნავ მაინც არ შეუმსუბუქებს გლეხებს მძიმე მდგომარეობას“.


არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციაში“ მიაჩნიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მსგავსი განცხადებები ცინიზმითაა სავსე და სრულებით არ ემსახურება მევენახეების ინტერესების დაცვას, პირიქით, მიზნად ისახავს დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობით,  თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას.


„პოზიცია“ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნისას მათ მიერ კახელი მევენახეებისთვის „შემსუბუქებული“ მძიმე მდგომარეობის დეტალებს ახსენებს, რითაც ნათლად ჩანს, რამდენად არ აქვთ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრებს მორალური უფლება კახელი მევენახეეების თემით გასწიონ სპეკულირება.


არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას სწორედ მისი სოფლის მეურნეობის  მინისტრი, პეტრე ცისკარიშვილი გახლდათ ის პიროვნება, რომლის ბრძანებითაც  2006 წელს 14 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის –  სამტრესტის წარმომადგენლებმა, ფინანსური პოლიციის თანხლებით, იტალიური ინვესტიციით აშენებული ქარხანა "ბადაგონი“, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 ოქტომბერს საზეიმოდ გახსნა, დალუქეს და 100 ტონაზე მეტი ღვინო დაღვარეს, თან ისე, რომ ღვინის ხარისხი არც კი შეუმოწმებიათ. ხაზს ვუსვამთ, რომ 100 ტონაზე მეტი ღვინო დაღვარეს და ამ პროცესში ტელეკამერების თანხლებით, თავად მონაწილეობდა სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი.


ადამაშვილის თქმით, 2007 წლის შემოდგომაზე მთელმა საქართველომ ნახა ტელეკადრები, თუ როგორ ჩეხავს გამწარებული კახელი გლეხი ვაზს იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო მოსავლის ხელსაყრელ ფასად ჩაბარება.



"სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ყურძნის ძალიან დაბალი ფასის გამო, გლეხს არანაირად არ უღირდა ვაზის მოყვანა, რის გამოც ვაზის გაჩეხვის მასობრივი  ფაქტები დაფიქსირდა კახეთის რეგიონში. 2009 წელს სააკაშვილის მთავრობამ 600 ჰა ჰიბრიდული ვაზის გაჩეხვისთვის მევენახეები თავად წაახალისა და 1 ჰექტარი ვენახის აკაფვაში 1000 ლარს უხდიდა გლეხებს", -აცხადებს გურამ ადამაშვილი.


"გავიხსენოთ, თუნდაც 2011 წელი, როცა კახელმა გლეხებმა ყურძნის უხვი მოსავალი მიიღეს, მაგრამ მისი ჩაბარება გაუჭირდათ და ფასიც ისეთი მიზერული იყო, რომ გაწეული ხარჯებიც ვერ აანაზღაურეს. ფასთან დაკავშირებით თუ ვინმე პროტესტს გამოთქვამდა, მას ისეთ ხელოვნურ ბარიერებს უქმნიდნენ, რომ მიზერულ ფასადაც ვეღარ ახერხებდა  ყურძნის გაყიდვას და ის ზედ ვაზზევე ულპებოდა", -განაცხადა გურამ ადამაშვილმა, რომლის თქმითაც, სწორედ ზემოთ ხსენებული მეთოდებით „უმსუბუქებდნენ“ კახეთის რეგიონის მოსახლეობას და იქ არსებულ ქარხნებს სააკაშვილი და მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ მათი მმართველობის პერიოდში, მართლაც მძიმე ცხოვრებას.


"დღეს კი, როცა სახელმწიფო მაქსიმალურად ზრუნავს მევენახეობის დარგის განვითარებისთვის და სისტემატურად უწევს ვენახის ჩაბარებაზე გლეხებს სუფსიდირებას, „ნაციონალები“ ურცხვად იყენებენ იმ მდგომარეობას, რაც ღვინის ქარხნებს საქართველოს საზღვრებს გარეთ, განსაკუთრებით კი რუსეთსა და უკრაინაში, წარმოებული პროდუქციის ექსპორტირების მხრივ შეექმნათ, და რის გამოც, ყურძნის საბაზრო ფასმა ბუნებრივად დაიწია და შარშანდელისაგან განსხვავებით, წელს შედარებით დაბალი ფასი აქვს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამისდა მიუხედავად, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით, მაინც ახერხებს იმას, რომ გლეხები არ დაზარალდნენ და მათი მოწეული მოსავლის ხელსაყრელ ფასად ჩაბარება შეძლონ", -აცხადებს ადამაშვილი და მოუწოდებს კახელ მევენახეებს არ წამოეგონ "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი