კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და მკაცრი ზომების გამოცხადების შემდეგ ევროპის მთავარი ქალაქები ბოლო კვირების განმავლობაში თითქმის დაცარიელებულია. გარემოს დაცვის ევროპული სააგენტოს განცხადებით, ამან ჯანმრთელობის მხრივ დიდი სარგებელი მოიტანა - ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.
ბოლო კვირაში, იტალიის ქალაქ მილანში აზოტის დიოქსიდის დონე 21%-ით დაეცა 2019 წლის იგივე კვირასთან შედარებით. იტალიის დედაქალაქის, რომის აზოტის დიოქსიდის დონე ბოლო ოთხ კვირაში 35%-ით უფრო დაბალი იყო გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით. და ეს არა მხოლოდ იტალიაშია ასე. 16-22 მარტს მადრიდის აზოტის დიოქსიდის დონე 41%-ით დაბალი იყო გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის მაჩვენებელი 51%-ით ნაკლები.
გარემოს დაცვის ევროპული სააგენტოს განცხადებით, ჰაერის დაბინძურების დონის შემცირება მოძრაობის შეჩერებამ განაპირობა, მაგრამ საზოგადოებას დასჭირდება „ამბიციური პოლიტიკა და მომავალზე ორიენტირებული ინვესტიციები“ თუკი მათ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დასრულების შემდეგ სუფთა ჰაერის შენარჩუნება სურთ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.