მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე მოსახლეობას უკვე სწრაფი ტესტებით ამოწმებენ
26-03-2020, 10:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარნეულსა და ბოლნისში კორონავირუსზე მოსახლეობას უკვე სწრაფი ტესტებით ამოწმებენ. ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩავიდა, რომელიც ტესტირების პროცესს და კარანტინის ზონაში არსებულ ვითარებას გაეცნო.

 

 

„დღეს, როგორც იგეგმებოდა, ჩამოვიდა პირველი პარტია სწრაფი ტესტების, რაც იძლევა საშუალებას პასუხის ვადა შემცირდეს 6 საათიდან საათ-ნახევრამდე. აღნიშნული პირველი ეტაპისთვის მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მოკლე ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილი არის აქ ადგილზე. ჩვენ კიდევ ველოდებით დამატებით რაოდენობას. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში არის ტესტების დეფიციტი, შესაბამისად მომწოდებლისთვისაც რთული არის ამ ტესტების ერთიანად მოწოდება, მიუხედავად ამისა ჩვენ მოვახერხეთ და დავდეთ ხელშეკრულება 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. ამ ეტაპზე ჩამოსულია 1000 ტესტი, რომელიც განკუთვნილი არის მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლებისთვის, რადგან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება. სწრაფი ტესტების შემოღება მნიშვნელოვანი არის პროცესის დასაჩქარებლად, რათა დროულად აღმოჩენილ იქნას ის ადამიანები, რომლებიც არიან რისკის მატარებლები. ამ ეტაპზე აქ მყოფი პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური, ისინი არ საჭიროებენ დამატებით ჩარევებს და გადაყვანას სხვა კლინიკაში. ექიმები კონტაქტზე არიან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთანაც და პაციენტთა მდგომარეობა მუდმივ რეჟიმში კონტროლდება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი