საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკების დაწყებას გამოეხმაურა.
„ვულოცავ ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას ამ დიდი ხნის ნანატრი გადაწყვეტილების მიღებას. ეს მართლაც ისტორიული მომენტია რეგიონისთვის და ის შედეგი, რომელიც იმედით აღავსებს ყველა ჩვენგანს, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოთა გაფართოებულ კავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის“ - წერს დავით ზალკალიანი ტვიტერის გვერდზე.
ევროკავშირის საბჭომ, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ ინსტიტუტს წარმოადგენს, ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.