გია ჟორჟოლიანი სოლიდარობის ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის
26-03-2020, 12:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პანდემია არის ორი კრიზისის გამომწვევი, ჯანდაცვის და ეკონომიკური კრიზისის, რომლებიც ერთმანეთზეა გადაბმული, და ურთიერთ ზეგავლენას ახდენს. ასეთი რამ ისტორიაში იშვიათად ხდება და ამ გამოწვევებთან გამკლავება, ჩვენ ცალ-ცალკე, თითოეულ ინდივიდს ძალიან გაგვიჭირდება, ხოლო დიდი ნაწილისთვის შეუძლებელი იქნება. მათთან გამკლავება მხოლოდ საერთო კოლექტიური ძალისხმევით არის შესაძლებელი. ასეთი მოქმედება, აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება და კოორდინირება, შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს, ანუ მთავრობას. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ექიმების რეკომენდაციებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

 

დეპუტატის თქმით, ეს ტვირთი ყველამ უნდა გავინაწილოთ.

 

 

„რა შეუძლია საზოგადოებას, ყოველ ჩვენთაგანს? საზოგადოების დიდი ნაწილი, უმეტესობა ჩვენგანი აგრძელებს მუშაობას - თითქმის სრულად საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულები და კერძო სექტორის რიგი მიმართულებები. არც ეთიკური, არც ჰუმანური და არც პატრიოტული არ იქნება, რომ კორონა ვირუსის შედეგად გამოწვეული სიდუხჭირე შეეხოს მხოლოდ ტურისტულ სექტორს, ტრანსპორტის, მომსახურების და წარმოების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს“, - აღნიშნა მან.

 

 

დეპუტატი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ შეიქმნას „სოლიდარობის ფონდი" რომელშიც ყველა ადამიანი, რომელმაც შეინარჩუნა სამსახური და შემოსავალი, შეიტანს სავალდებულო შენატანს თავისი შემოსავლის შესაბამისად.

 

 

„ვისაც ნაკლები აქვს შემოსავალი - ნაკლები, ვისაც მეტი აქვს - მეტი პროცენტული ოდენობით. ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ადამიანთა მინიმალურ კომპენსაციებს, ვინც დაკარგა სამსახური“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

 

 

მისი თქმით, ადამიანს რომ დაეხმარო, აუცილებელი არ არის იყო მდიდარი, აუცილებელია იყო სოლიდარული. „ეს თანხები ვერ გადაწყვეტს ზემოხსენებულ ამოცანებს, მაგრამ დღეს, საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ სიტყვებით გავამხნევოთ ერთმანეთი, არამედ ვიმოქმედოთ და საქმით დავეხმაროთ ერთმანეთს.

 


სოლიდარობა და თანადგომა - ის უმთავრესი ღირებულებებია, რომლებიც დაეხმარება თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს ქვეყანას“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკტარების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ონლაინ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი