საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს ფრენკ ჰემსკერკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მენო სნელის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები განიხილეს და სამომავლო პროგნოზები დასახეს. სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და აცხადებენ, რომ საქართველოსთვის 2014 წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გაცილებით წარმატებული იქნება.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.