მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა რთველთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ყურძნის ფასთან დაკავშირებით გლეხების ნაწილის უკმაყოფილება მათთვის არასათანადო ინფორმაციის მიწოდებას დაუკავშირა.
"საჭიროა მეტი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის. ბატონო ოთარ [დანელია] და კოლეგებო, მინდა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოთ ეს პროცესი, რათა არავის გაუჩნდეს განცდა, რომ სახელმწიფომ მცდელობა დააკლო ან სუბსიდირების თანხა შევამცირეთ. არამც და არამც - რაც იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩვენ წელსაც იგივე თანხა დავტოვეთ და ამაზე ვარ პასუხისმგებელი. ეს გვიჯდება დაახლოებით 60 მილიონ ლარამდე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.