მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ნინოწმინდაში ფლაერები და პოსტერები გაიგზავნა
26-03-2020, 14:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსახლეობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელების მიზნით, დღეს, ნინოწმინდაში 16000 სომხურენოვანი ფლაერი და 600 პოსტერი გაიგზავნა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით სომხურენოვანი ფლაერისა და პოსტერების მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებზე გადაცემა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დაწესებული შესაბამისი სამუშაო გრაფიკით განხორციელდა.

 

 

მერიის წარმომადგენლები სომხურენოვან პოსტერებსა და ფლაერებს მუნიციპალიტეტის სოფლებში, თვალსაჩინო ადგილებზე გამოაკრავენ. მასალები მოიცავს კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციებს, წესებს, რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს.

 


კორონავირუსთან დაკავშირებული მასალები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე უკვე გავრცელდა მარნეულის, ბოლნისის, რუსთავის, გარდაბანის, თეთრიწყაროს, წალკის, დმანისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ასპინძის, ადიგენის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

 

 

ასევე, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ინფორმაციის გავრცელება აქტიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ყველა რეგიონში.

 

 

ამჟამად განმეორებით იბეჭდება ბროშურები/პოსტერები, რომელიც უახლოეს პერიოდში დამატებით მიეწოდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით დასახლებულ ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტს.

 

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართელოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა შესაძლო საშუალებებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ითარგმნა ვიდეო-რგოლები.

 

 

გუშინ, სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა, ქვემო ქართლის რწმუნებულს შოთა რეხვიაშვილს და მარნეულის მერს ზაურ დარგალს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გასავრცელებლად მარნეულის ბლოკ-პოსტთან სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ სპეციალური გამოცემები, საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის წესების შესახებ, 2000-2000 ეგზემპლარი გადასცა. ასევე ჩვეულებრივი საგაზეთო გამოცემები კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და წესების შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი