ის, რაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების მხრიდან მოხდა ზუგდიდის ცენტრში, ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, ყოვლად დაუშვებელი საქციელი მათი მხრიდან, – განაცხადა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ.
„მაშინ, როცა ქვეყანაში ორი მუნიციპალიტეტი კარანტინის რეჟიმშია და უზარმაზარი რესურსი იხარჯება, რათა ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დავაკავოთ სახლში, ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, ეს უპასუხისმგებლო ადამიანები კრებენ ასობით ჩვენ თანამოქალაქეს ქალაქის ცენტრში, თითქოს პირბადეების დარიგებით, ხელს უწყობენ ამ ვირუსის გავრცელების პრევენციას, რაც ყოვლად დაუშვებელი და პროვოკაციული ფაქტია.
ყველა მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიის წევრს, მოვუწოდებ, თავი შევიკავოთ მსგავსი პროვოკაციებისგან და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რათა ერთად ვებრძოლოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა მერმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელს რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„მათ ძალიან კარგად იციან, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10 ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება, მიუხედავად ამისა ასობით ადამიანი შეკრიბეს, დღეს ქალაქის ცენტრში. ჩვენი სამსახურები, სამართალდამცავებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობდნენ მოქალაქეების დისტანცირებას, მაგრამ ეს იყო შეუძლებელი, მოქალაქეების რაოდენობიდან გამომდინარე.
დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელზე სამართალდამცავებს ექნებათ რეაგირება და გამოჩნდება შემდგომში დამოკიდებულება ამ უპასუხისმგებლო ფაქტის მიმართ.
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში. საგანგებო რეჟიმის პირობებში და დავიცვათ კანონმდებლობა.
ის ადამიანები, ვინც ქუჩაში გამოიყვანეს, იყვნენ მსხვერპლი უპასუხისმგებლო პარტიის და ამასთან დაკავშირებით იმსჯელებენ სამართალდამცავი ორგანოები“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.