პლატფორმა „სუფთა სივრცე“ -ში შემავალი კონფლიქტურ რეგიონებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავენ
„ბატონო გიორგი, როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული საფრთხეები სერიოზულია და კიდევ უფრო შეიძლება დამძიმდეს ჩვენი რეალობა, თუ თქვენი ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მეტ ყურადღებას არ დაუთმობს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
აფხაზეთის რეგიონიდან, კერძოდ გალიდან, უკვე დიდი ხანია, ითხოვენ ადამიანები, მედიკოსები ჰუმანიტარულ დახმარებას, რადგან იქ შექმნილი მდგომარეობა პანიკის ფონზე კიდევ უფრო რთულდება. ეფექტიანი ვერ იქნება ვერც ცენტრიდან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღების ფონზე გაწეული დახმარება და ვერც ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ აღმოჩენილი თანადგომა, თუ არ მოხდა პრობლემის ცენტრალიზაცია და ასეთი ეპიდემიის დროს სახელმწიფომ თავის ხელში არ აიღო პროცესების მართვა პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში.
ღია წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციების გარდა, არსებობს მეორე მხარესთან, უშუალო კონტაქტებით მიღებული ინფორმაციები, რომელიც საყურადღებოა და გასათვალისწინებელი. ამიტომ მოგმართავთ რეკომენდაციით, ცალკე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენ წინაშე და იმუშავებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირებაზე, რაც შეიძლება მოყვეს იქ შესაძლო ეპიდაფეთქებას.
ამასთანავე, ასეთი ეპიდემიის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, კონკრეტულ გეგმაზე და მის აღსრულებაზე მუშაობა გამოცდილი, ინფორმაციებით აღჭურვილი და მეორე მხარესთან კომუნიკაციაში მყოფი ადამიანური რესურსის ჩართლობით. გამოიყენეთ სწორად ყველა შესაძლო რესურსი! ეს გამოწვევა აფხაზებთან და ოსებთან ერთად უნდა დავძლიოთ!“ , - ნათქვამია მიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.