თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხუთი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მოთავსებულები იყვნენ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანოს.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხუთივე სამხედრო მოსამსახურე თავს გრძნობს კარგად და მათ არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი ნიშანი. ასევე, პირველადი გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი.
საუნივერსიტეტო კლინიკამ ორი სამხედროს ანალიზის მასალა კორონავირუსის კვლევაზე ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნა. სამ სამხედროს კი ანალიზი გორის ჰოსპიტალში ჩაუტარდება და ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში დღესვე გაიგზავნება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არც სიცხე და არც ვირუსისასთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები არ აღენიშნებათ.
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სამხედროებს კიდევ ერთხელ ჩაუტარებს სრულ სამედიცინო კვლევებს. ყველა ანალიზის პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.
დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.
ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.
თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება სამხედროების ჯანმრთელობას და იღებს შესაბამის პრევენციულ ზომებს მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.