დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება
27-03-2020, 10:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის პროცესი გრძელდება. ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე მიმდინარე  სადეზინფექციო სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. 

 

 

თბილისის მერის  განცხადებით, ანალოგიური სამუშაოები, შემდეგი დღეების განმავლობაში, დედაქალაქის ათივე რაიონში განხორციელდება. 

 

 

„ჩვენ ახლა ვარკეთილში ვიმყოფებით, სადაც ვაგრძელებთ პრევენციულ ღონისძიებებს.    სადეზინფექციო სამუშაოები ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ და როგორც ვარკეთილში, ასევე თბილისის ათივე რაიონში ქუჩები  ანალოგიური ხსნარებით იქნება დამუშავებული. დეზინფექცია ჩატარდება ყველა იმ ქუჩაზე, სადაც არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, მეტროს ამოსასვლელები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი  ტრანსპორტის, როგორც მეტროს, ასევე მუნიციპალური ავტობუსების შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, რადგან ქუჩების და კონკრეტული გაჩერებების დამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება, ძირითადად, ბაღებსა და სკვერებში, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე, მეტროსადგურების ამოსასვლელებთან. 

 

 

ღონისძიებას, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხორციელდება, თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ატარებს. 

 

 

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.  

 

 

კახა კალაძესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი