გურჯაანში მევენახეებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. აქციის მონაწილეებმა თელავი-თბილისის გზა დღეს ისევ გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
მევენახეები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გურჯაანში არიან შეკრებილი და ყურძნის არსებული ფასის მომატებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაშლას არ აპირებენ და ვენახების გაჩეხვით იმუქრებიან.
გლეხები ადგილზე პრემიერ-მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას ითხოვენ. დღევანდელ აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქციაზე იმყოფება კახეთის ყოფილი გუბერნატორი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი, რომელსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დეპუტატი აცხადებს, რომ ადამიანი, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მისი მიმართულებით პოლიციელთა ჯგუფიდან წავიდა.
ამ დროისთვის აღნიშნული პირი დაკავებულია. ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს ადგილზე სიტუაციის გაკონტროლება სთხოვა და მოუწოდა, პროვოკატორები მოაშორონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.