სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი კანონიერად მიიჩნევს იმ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას, რომლებზეც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელთა საპატიმროში ვიზიტი იყო ასახული. საქმე ეხება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 21 იანვრის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მიერ ომბუდსმენის ანგარიშის საპასუხოდ წარდგენილ ვიდეომასალას.
სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ზედამხედველ უწყებას, და იუსტიციის მინისტრს, როგორც საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირს, სრული უფლება ჰქონდათ, დაეცვათ პენიტენციური სამსახურის რეპუტაცია, დაესაბუთებინათ ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების უსაფუძვლობა და წარედგინათ საზოგადოებისათვის საკუთარი არგუმენტები და მტკიცებულებები.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის განმარტებით, პენიტენციური სისტემის კანონის ფარგლებში ფუნქციონირება წარმოადგენს საჯარო ინტერესს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამჭვირვალობა და საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, რაც იყო კიდეც აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროების მიზანი.
სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის თანახმად, იმ ვითარებაში, როდესაც საკომიტეტო მოსმენა იყო საჯარო, გადაიცემოდა პირდაპირი ტრანსლაციით და მასზე განიხილებოდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოვლენილ ხარვეზებზე, „ცხადია, სამინისტროს, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ზედამხედველ უწყებას, და მინისტრს, როგორც... პარლამენტის წინაშე ვალდებულ პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ისევე როგორც მასში დასაქმებული პირების ინტერესების დაცვისა და სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების უსაფუძვლობის დადასტურების მიზნით ჰქონდათ საზოგადოებისათვის საპასუხო არგუმენტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის უფლება“.
იუსტიციის მინისტრის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის მონიტორთან შეხვედრისას გადაღებული ვიდეოკამერის ჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა, შესწავლილი ყოფილიყო პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალის გადაღებისა და შენახვის, ხოლო იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულების მხრიდან – ჩანაწერების გასაჯაროების კანონიერება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ვოდეომასალის ჩაწერა-შენახვაც კანონიერად მიიჩნია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.