თავდაცვის მინისტრმა მართვის ცენტრიდან ქართველ მშვიდობისმყოფელებს მიმართა
27-03-2020, 15:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილი სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში - ქაბულში, ბაგრამსა და მაზარ-ი-შარიფში, ასევე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებული ქვედანაყოფების მეთაურებისგან და ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენლობისგან ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. „მტკიცე მხარდამჭერის“ მისიის შტაბის უფროსის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ ავღანეთში პანდემიის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ხელმძღვანელობამ უპრეცედენტოდ მკაცრი ზომები მიიღო. ბაზებზე დახურულია სპორტული დარბაზები, სამხედროები იცავენ ორი მეტის დისტანციას და შეზღუდულია ურთიერთობა უცხო პირებთან.  ყველა ქვედანაყოფის მეთაურის ინფორმაციით, ქართველი სამშვიდობოები თავს კარგად გრძნობენ, ჯანმრთელად არიან, იცავენ დადგენილ წესებს და კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველანაირ პრევენციულ ზომას იღებენ. მნიშვნელოვანია, რომ იმ ბაზებზე, სადაც ქართველი სამხედროები ასრულებენ მისიას კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამშვიდობოებს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა და საქართველოში გატარებული ღონისძიებები გააცნო. მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული გლობალურ საფრთხესთან ბრძოლაში და მთავრობასთან კოორდინირებული მოქმედებებით ებრძვის კორონავირუსის პანდემიას.

 

 

ვიდეოკონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე დაესწრნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი