"კომპანიებში თეთრი ყურძნის ფასი 70 თეთრია. მისი თვითღირებულება 30-35 თეთრს შეადგენს, ანუ გლეხები 100 %-იანი მოგებით აბარებენ ყურძენს", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ სუბსიდირება და ყურძნის ჭარბი რაოდენობის ჩაბარება სახელმწიფოს 60 მილიონი უჯდება.
მთავრობის მეთაურმა უშუალოდ ღვინის მწარმოებელ კომპანიებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მათ რთული ვითარება აქვთ.
"მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, რომ წელს კომპანიებს აქვთ რთული ვითარება. რომ არ გაეთვალისწინებინათ პოლიტიკური სიტუაცია, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა და მთელი ფაქტორები, მე არ გამოვრიცხავ, რომ კომპანიების უმეტესობას საერთოდ უარი ეთქვა ყურძნის ჩაბარებაზე. მე მათიც მესმის, რადგან შეუმცირდათ გაყიდვები, რუსეთში ვეღარ გააქვთ იმდენი პროდუქცია, ევროპაშიც მძიმედ გადის - ექსპორტის კლება გვაქვს. ასე რომ, კომპანიებს აქვთ მძიმე ვითარება. სახელმწიფოს კი რაც შეუძლია - 60 მილიონ ლარამდე, რაც შარშან დახარჯა, წელსაც ხარჯავს. თანაც, უნდა აღვნიშნოთ, რომ კახეთის გარდა, ჩვენ გვაქვს სხვა რეგიონებიც. ყველგან პრობლემებია, რადგან სხვაგანაც იყო სტიქია. ყველა ადამიანს თანაბრად უნდა დავეხმაროთ. მე ასეთი პოზიცია მაქვს", - განმარტა მთავრობის მეთაურმა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გლეხებსაც მიმართა და სთხოვა, "პროვოკატორს" აღარ შეხვდნენ. მან მინისტრებსაც მოუწოდა, რომ შეხვედრები "ნამდვილ ფერმერებთან" გამართონ და არა გადაცმულ "ნაციონალებთან".
"მე გირჩევდით, რომ არ შეხვდეთ პროვოკატორებს და არ მისცეთ ვიღაც დესტრუქციულ ძალებს საშუალება გამოგიყენონ სიტუაციის უფრო დასაძაბავად. თქვენ კი, მინდა მინისტრებს მივმართო, შეხვდით მოსახლეობის კონსტრუქციულ ნაწილს, ნამდვილ ფერმერებს და არა უბრალოდ "ნაციონალური მოძრაობის" გადაცმულ წევრებს, რომლებსაც ვენახი არც უნახავთ თვალით, რომლებსაც არც ვენახი აქვთ, არც ყურძენი და საერთოდ არ ანაღვლებთ გლეხის მდგომარეობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ჭარბ ყურძენს 60 თეთრში ჩაიბარებს.
"კერძო ქარხნებში თეთრ ყურძენზე დაფიქსირებულია 70 თეთრი. წითელი ყურძენი ღირს 80 თეთრიდან ზევით. ჩვენ გარანტირებულად, იმიტომ რომ შეიძლება ყურძენი იყოს ჭარბი, მზად ვართ, 60 თეთრში მივიღოთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.