იენს სტოლტენბერგი: „საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას“
27-03-2020, 19:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლის 27 მარტს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

 


სტოლტენბერგმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო, 3-4 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეზღუდული ფორმატის ჩატარებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

 


თავის მხრივ მინისტრმა ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მეირ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ზომების შესახებ. საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 


სატელეფონო საუბრისას განხილულ იქნა ნატო-საქართველოს  თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.

 


როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მხარდასაჭერად დამატებით  ზომებზე. საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია ხელს არ შეუშლის ნატო-საქართველოს თანამშრომლობას და მომავალში შენარჩუნდება დღეს არსებული  პოზიტიური დინამიკა. ასევე განხილულ იქნა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში უახლოეს მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი