იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა
27-03-2020, 21:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 9,134-ამდე გაზარდა, ინფიცირებულთა ახალმა შემთხვევებმა კი 4,401 შეადგინა და ახლა იტალიაში უკვე კორონავირუსის 66,414 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

 

 

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში მკვეთრად, 181-ით გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც 31%-იანი ზრდაა და დღემდე ყველაზე მაღალი, საერთო ჯამში კი იქ უკვე 759 ადამიანია გარდაცვლილი. ტესტირებისას დადებითი შედეგი 14,579 ადამიანს დაუდგინდა.

 

 

BBC-ის ცნობით, ინგლისში, გარდაცვლილი პაციენტების ასაკობრივი ზღვარი 29-დან 98 წლამდე მერყეობდა. ყველას, გარდა 4 პაციენტისა, რომლებიც 82-დან 91 წლამდე ასაკის იყო, ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემები ჰქონდა.

 

 

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსით სიკვდილიანობის მიხედვით მე-7 ადგილზეა მსოფლიოში - იტალიის, ესპანეთის, ჩინეთის, ირანის, საფრანგეთის და ამერიკის შეერთებული შტატებისნ შემდეგ - ამ უკანასკნელმა კი ინფიცირებულთა რაოდენობით უკვე ჩინეთს გადააჭარბა და მსოფლიოში ამ მხრივ პირველ ადგილზე მყოფი ქვეყანა გახდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი