ნინოწმინდაში პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, შპს დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა უშუალო ჩართულობით, ქალაქის ქუჩების, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ღია სივრცეები, ქუჩები სპეციალური ხსნარით დამუშავდა.
„მუნიციპალიტეტში ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რათა ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს", აღნიშნა მერმა, ანი მოსოიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.