„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ რეგიონულ წარმომადგენლობებში აღმასრულებელი მდივნის ინსტიტუტს ამკვიდრებს“,- განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ვოლსკი ამბობს, რომ პარტია ოქტომბრის ბოლოდან წინა საარჩევნო პერიოდის ამოცანების შესრულებას უნდა შეუდგეს.
„ყველა რაიონში პარტიული აქტივის ხელმძღვანელებმა აღმასრულებელ და არჩევით ორგანოებში გადაინაცვლეს და თავიანთი ძირითადი საქმიანობა იმ პოზიციის ამოცანების შესასრულებლადაა მიმართული, რაც მათ დღეს უკავიათ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, აღმასრულებელი მდივნის პოზიცია შემოვიტანოთ. აღმასრულებელი მდივნები სექტემბრის ბოლომდე ყველა რაიონში, სადაც „ქართულ ოცნებას“ პარტიული ორგანიზაცია გააჩნია, შეირჩევიან და ოქტომბერში ადგილობრივი კონფერენციების ჩატარება დაიგეგმება. აღმასრულებელი მდივნების მთავარი ფუნქცია აღნიშნული კონფერენციების მომზადება, აქტივის შერჩევა – გადახალისება და გააქტიურება იქნება.
ჩვენ უკვე ოქტომბრის ბოლოდან წინასაარჩევნო პერიოდის ამოცანების შესრულებას უნდა შევუდგეთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.