ფინანსური სისტემა შექმნილ მდგომარეობას მომზადებული შეხვდა - განუცხადა „რუსთავი 2“-ს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
მან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდის მიერ გატარებული ე.წ. დედოლარიზაციის პოლიტიკისა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების განხორციელება დაასახელა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება სწორი პოლიტიკით იქნება შესაძლებელი.
„საერთაშორისო ორგანიზაციებთან დავიწყეთ მოლაპარაკება დახმარების პაკეტზე. ვაწარმოებდით სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას, რომელიც აბსოლუტურად მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, მივიღებთ დამატებით სახსრებს და ამ შემთხვევაში რეაგირება იქნება სხვანაირი. ჩვენ ბაზარს საჭირო რაოდენობის სავალუტო რესურსებს მივაწვდით“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ, როგორც ამას „რუსთავი 2“ იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.