„არავინ იცის როგორ განვითარდება ეპიდემია. ამ ოთხეულმა თავის გუნდთან ერთად ჩვენთვის მოიგეს ძვირფასი დრო და გავრცელების სისწრაფე მინიმუმამდე დაიყვანეს. უკვე მოესწრო ორგანიზაციული გადალაგება, რესურსების მობილიზება, ლაბორატორიების და კლინიკების აღჭურვა, საკარანტინო ზონების ორგანიზება, ეფექტური მედიკამენტების გამოვლენა და ბევრი სხვა. საქართველოში დღეისთვის ვირუსის გავრცელების დონე 4-ჯერ დაბალია, ვიდრე საერთო მსოფლიო მაჩვენებელი. ეს დიდი მიღწევაა!
გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე, ეზუგბაია! საზოგადოებამ ამ კრიტიკულ სიტუაციაში თავისი გმირები აირჩია და საკუთარი ბედი მათ ანდო. ხელისუფლებაც გონივრულად იქცევა და მათ რეკომენდაციებს გულმოდგინედ ასრულებს.
მარგინალურ ოპოზიციას ესმის, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ (კრიზისი აუცილებლად დაიძლევა) ეს ადამიანები, როგორც მინიმუმ მათ მხარეს არ დადგებიან და ამავე დროს ისინი საზოგადოებრივი აზრის ლიდერები არიან და იქნებიან. ამიტომ მოქმედებენ პრაგმატული პოლიტიკური ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. იყენებენ საკუთარ სპეცსამსახურებს ანუ ტელევიზიებს და ცდილობენ ეჭვი დათესონ ამ პიროვნებების მიმართ. მარგინალებისთვის ხომ ყველაზე საშიში ავტორიტეტები არიან: ეკლესია, მეცნიერები, ექიმები, სპორტსმენები, ხელოვანები, პედაგოგები... ყველა ის, ვისაც შეიძლება ხალხმა მოუსმინოს. არ მუშაობს ეს! გავიზარდეთ! გაიზარდა ერი, რომელიც აუცილებლად განდევნის ღვთისმგმობელ, ხარბ, უპასუხისმგებლო, მარგინალურ, უცხო და არაეროვნულ ძალებს ქართული საჯარო სივრციდან!“ - წერს პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.