ამირან გამყრელიძე: მომავალი 3-4 კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შემთხვევების მატება
29-03-2020, 23:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თანდათან გადავა ე.წ. კრიტიკულ ფაზაში, როდესაც შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი.

 

 

როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ახალ კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში არ დაფიქსირდეს შემთხვევათა ნახტომისებური მატება.

 

 

„გლობალურად სიტუაცია კვლავ და კვლავ უარესდება. მოგეხსენებათ, ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთი, სადაც დაიწყო ეს ეპიდაფეთქება, უკვე აღარ წარმოადგენს წამყვან ქვეყანას, არც ახალი შემთხვევის რიცხვით, არც ზოგადი ავადობით და არც სიკვდილიანობით. ანუ საერთო კუმულატიური რაოდენობით ჩინეთს ბევრად გადაუსწრო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იტალიამ. ჩინეთი უკვე მესამე ადგილზეა. ჩინეთს ძალიან მიუახლოვდა ესპანეთი, ასევე გერმანია, საფრანგეთი, ირანი. ზოგადად, ჩინეთს გარეთ შემთხვევათა რაოდენობა უკვე ძალიან დიდია, დღევანდელი მონაცემებით, თითქმის 700 000-მდე ავიდა ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი. აქედან, სამწუხაროდ, 30 000 არის გარდაცვალება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა, ასევე 143 000 ადამიანი გამოჯანმრთელებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველოში 1886 ე.წ. შესაძლო შემთხვევა იქნა შესწავლილი, საიდანაც ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ 91 დადასტურდა.

 

 

„შესაძლო გულისხმობს იმას, რომ ეს ადამიანები აუცილებლად იყვნენ ეჭვის ქვეშ, ბრჭყალებში, რომ შესაძლებელია იყვნენ ახალი კორონავირუსის მატარებლები და ამიტომ მოხდა მათი ტესტირება და იქიდან მხოლოდ დაახლოებით ხუთ პროცენტში, 4,7 პროცენტში დადასტურდა კორონავირუსული ინფექციის არსებობა“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველოში დადასტურებულ შემთხვევათაგან უმრავლესობა არის იმპორტირებული.

 

 

„მაგრამ უკვე გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, სამი, სადაც, ვფიქრობთ, შესაძლებელია გვაქვს უკვე შიდა გავრცელების პროცესი. აქედან ორში, დიდი ალბათობით, ერთში მაინც ალბათ გავალთ წყაროზე. ამიტომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევედით სხვა ფაზაში. ეპიდემიის შემთხვევათა რიცხვი, ყოველთვის ვამბობდით, რომ მოიმატებდა და ასეც არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისივე თქმით, საქართველოში პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა, ერთი თვის შემდეგ არსებული შემთხვევები კი მიუთითებს, რომ საქართველოში ამ დროისთვის გავრცელების განსაკუთრებულად გამორჩეული მაჩვენებელი არ ფიქსირდება.

 

 

„ამ რეგიონში, ამ ეტაპისთვის, შედარებით, არ არის შემთხვევების დიდი რაოდენობა, მაგრამ უკვე ყველა ქვეყანაში, რომლის გამოცდილებასაც ჩვენ ვსწავლობთ, დადასტურების პირველი შემთხვევიდან მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კვირა ხდება გარკვეულად ძალიან საფრთხილო, საგანგაშო და უკვე როდესაც ფიქსირდება ქვეყანაში შიდა გავრცელების შემთხვევა, ეს არის უკვე განგაშის სიგნალი, ამიტომ გუშინაც განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ, რომ ჩვენთვის მომავალი სამი-ოთხი კვირა იქნება ძალიან საფრთხილო და საგანგაშო იმ თვალსაზრისით, რომ გვექნება შემთხვევის მატება. შემთხვევების მატება რომ გვექნება, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ვცდილობთ, როგორმე არ იყოს ნახტომისებური მატება. ჩვენ გვაქვს დღეში ვთქვათ ხუთი, შვიდი, ათი შემთხვევა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა უძლებს, უვლის ამ ადამიანებს და, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადგილობრივი ლეტალური შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

მისი თქმით, მართალია, საქართველოში არიან კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე, ასევე ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფები, მაგრამ ასევე უკვე გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი და მომავალ სამ-ოთხ დღეში კიდევ რამდენიმე ადამიანი დატოვებს საავადმყოფოს.

 

 

„მაგრამ ხაზს ვუსვამ, ჩვენ უკვე პრეკრიტიკულ, პრეკრიზისული ფაზაში ვართ, ეს ფაზა ალბათ, ვფიქრობ, ამ კვირის განმავლობაში კიდევ გაგრძელდება, იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ შემდგომ თანდათან უკვე გადავალთ ე.წ. კრიტიკულ ფაზაში, სადაც ყველამ ერთად, სახელმწიფომ, არასამთავრობო სექტორმა, საზოგადოებამ, კერძო სექტორმა, ერთობლივი ძალიან სწორი კოორდინირებული მუშაობით უნდა ვეცადოთ, რომ ამ პერიოდში არ გვქონდეს დიდი დანაკარგები და საგრძნობლად არ დაზარალდეს ქვეყანა როგორც ადამიანური რესურსით, ასევე ეკონომიურად. ეს თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

1tv.ge

კომენტარები: 1
#1   Rosalina
      
References:


D-bal max review bodybuilding

References:
https://aryba.kg/user/lumberloaf2/
1 აპრილი 2026 12:48
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი